ახალი ამბები

გორში დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოების ერთობლივი ღონისძიება მოეწყობა 

20 მარტს, გორის თეატრის წინ მოეწყობა დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის ერთობლივი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც აღინიშნება ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად არჩევა ორი წლის ვადით.

“საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სხვადასხვა პროექტის განხორციელება საქარველოში”. 

პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს 20 მარტს, თეატრის სკვერში 10:00 საათიდან შეეძლებათ. 

ღონისძიებას დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი და რუმინეთის ელჩი, რაზვან როტუნდუ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.