ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში სამანქანო ხიდი რეაბილიტაციიდან ერთ თვეში დაზიანდა. ხიდის რეაბილიტაცია 2 წელი მიმდინარეობდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდით სარგებლობა უკვე საშიშია.
“ჩავარდნილია, საშიშიც არის მაგ გზაზე სიარული. მაგ გზით დავდივარ და ისეთი საშინელებაა, გამინადგურდა სულ საბურავი და დისკები”, – წერს სოციალურ ქსელში თეო ავლახაშვილი.
პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ სხვა მოქალაქეებიც.
“ორი წელი აკეთეთ ხიდი და უკვე აღარ ვარგა”, – ამბობს ჯონი კვნიკაძე.
“ძლივს დამთავრებული ხიდი უკვე დაზიანდა”, – წერს ეკა ლობაშვილი
“ხიდი ორმოულებით არის სავსე და გზა უსწორმასწოროა”, – წერს გური ციცქიშვილი.
“ნეტა რამე გააკეთოთ წესიერად”, – ამბობს ცოტნე მექერიშვილი.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ ხიდზე სამუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებდა.