ქარელის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ში, სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებაში 81 ადამიანია დასაქმებული.
“ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში ფუნქციონირებს აგარის და ქარელის სასპორტო სკოლები, ასევე ქარელის საცურაო აუზი. ა(ა)იპ-ში დასაქმებულია 81 ადამიანი”, – ვკითხულობთ ა(ა)იპ-ის ანგარიშში.
ამ დროისთვის, სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებაში 2 პოზიცია ვაკანტურია.
“ვაკანტურია კრივის მწვრთნელის და ქარელის საცურაო აუზის დირექტორის პოზიციები”.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ა(ა)იპ-ის დაფინანსება წელს 1 472 000 ლარია. გასულ წელთან შედარებით, გაერთიანებისთვის წელს 434 227 ლარით მეტი დაიხარჯება.
დატოვეთ კომენტარი