ქარელიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციები წელსაც 90 000 ლარით დაფინანსებიან, – ამის შესახებ “მოზაიკა” კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების ხელმძღვანელს ესაუბრა.
მუნიციპალური ა(ა)იპ-ის უფროსის თქმით, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებზე გადანაწილდება ეს თანხა, ამ ეტაპზე უცნობია.
დადგენილების მიხედვით, ეს თანხა რელიგიური დაწესებულებების საკულტო შენობა-ნაგებობების აღდგენასა და რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.
“პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის,ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება რელიგიური დაწესებულებების საკულტო შენობა-ნაგებობების აღდგენისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე სხვა საქმიანობისთვის ფინანსური დახმარება, რითაც ხელი შეეწყობა რელიგიურ – კულტურული ობიექტების მოვლა-შენახვას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ტურიზმის განვითარებას, პილიგრიმი ტურისტების გაზრდილ რაოდენობას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ წინა წლების პრაქტიკის მიხედვით, ქარელის მერია ამ თანხას სრულად რუის-ურბნისის ეპარქიას ურიცხავს ხოლმე.