ქარელის მერიამ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს დაფინანსება 1 938 507 ლარით გაუზარდა. 5 ა(ა)იპ-ის შენახვისთვის, 2023 წელს ქარელის ბიუჯეტიდან 9 139 200 ლარის დახარჯვა იგეგმება.
ა(ა)იპ-ების დაფინანსების შესახებ “მოზაიკამ” ინფორმაცია ქარელის მერიისგან გამოითხოვა. მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ჯამურად 7 200 693 ლარი დაიწყო.
წინა წლის მსგავსად, ყველაზე მაღალბიუჯეტიან ა(ა)იპ-ებად, წელსაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანება და კეთილმოწყობის სამსახური რჩებიან.
ა(ა)იპ-ის დასახელება | 2022 წელი | 2023 წელი |
კეთილმოწყობის სამსახური | 2 516 200 | 2 784 000 |
კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანება | 923 720 | 1 144 000 |
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება | 2 598 000 | 3 589 200 |
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი | 125 000 | 150 000 |
სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება | 1 037 773 | 1 472 000 |
ჯამი: | 7 200 693 | 9 139 200 |
დატოვეთ კომენტარი