ახალი ამბები

“ჩავარდნილია და საშიშია” – სურამის ხიდი რეაბილიტაციიდან ერთ თვეში დაზიანდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში სამანქანო ხიდი რეაბილიტაციიდან ერთ თვეში დაზიანდა. ხიდის რეაბილიტაცია 2 წელი მიმდინარეობდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდით სარგებლობა უკვე საშიშია. 

“ჩავარდნილია, საშიშიც არის მაგ გზაზე სიარული. მაგ გზით დავდივარ და ისეთი საშინელებაა, გამინადგურდა სულ საბურავი და დისკები”, – წერს სოციალურ ქსელში თეო ავლახაშვილი.

პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ სხვა მოქალაქეებიც. 

“ორი წელი აკეთეთ ხიდი და უკვე აღარ ვარგა”, – ამბობს ჯონი კვნიკაძე.

“ძლივს დამთავრებული ხიდი უკვე დაზიანდა”, – წერს ეკა ლობაშვილი

“ხიდი ორმოულებით არის სავსე და გზა უსწორმასწოროა”, – წერს გური ციცქიშვილი.

“ნეტა რამე გააკეთოთ წესიერად”, – ამბობს ცოტნე მექერიშვილი.

ინფორმაციისთვის,  აღნიშნულ ხიდზე სამუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი