ხაშურის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის მერიიდან აცნობეს.
სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დაგეგმილია :
- ქინძათში;
- სარმანაშვილისკარში;
- ტეზერში;
- იმერილანთკარში;
- ხცისში;
- მიწობში;
- ღვრიაწყალში.
ასევე დაგეგმილია სოფელ ჩუმათელეთში ორი ჭაბურღილისა და სასმელი წყლის ქსელის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშია დაგეგმილი.
ხაშურის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სასმელი წყლის პრობლემა (წყლის ნაკლებობა) მუნიციპალიტეტის 11 სოფელშია.
დატოვეთ კომენტარი