ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევის საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო. პოლიცია ოფისთან მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“ჩვენ არ მივმართეთ პოლიციას, რადგან იმედი არ გვაქვს რომ გამოიძიებდნენ”, – განაცხადა ანი ბალიაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები მოხსნილია, რადგან კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, პოლიციას ოფისის ჯერ არ ჰყავს იდენტიფიცირებული პირი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისს ქვები ესროლა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.