ლექსო ვალიაური უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს.
“2016 წელს არჩევნების გაყალბების მასშტაბები რომ ვნახე, რამდენიმე გადაცემაში ვთქვი, რომ – ესენი არჩევნებით არ წავიდოდნენ, მას შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ რამდენიმე არჩევნები გააყალბა და ხელისუფლება მიიტაცა. ამ კანონპროექტის მსგავსად შემოტანას ველოდებოდი და არ მიკვირს რაც ხდება. უბრალოდ, ახლა აღარც არჩევნების გაყალბება და აღარც ხელისუფლების მიტაცება აღარაა მათი მოტივი, მოტივი და მიზანი არის”, – ამ ქვეყნის საბოლოოდ ავტორიტარიზმსა და რუსულ ჭაობში ჩახრჩობა”, – წერს ვალიაური.
ინფორმაციისთვის, იურიდიული კომიტეტის სხდომა ხმაურიანად წარიმართა. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა ლევან ხაბეიშვილსა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შორის.