ახალი ამბები

“არ უნდა მიიღოთ, არა” – შალვა ტლაშაძე

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელი, შალვა ტლაშაძე უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში განიხილავენ, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

“უმარტივესად, 2 ძმაკაცი თუ მეტყვის არ გავაკეთებ, რად უნდა ბევრი განხილვა! არ უნდა მიიღოთ, არა!”, – წერს ტლაშაძე. 

ინფორმაციისთვის, გორში აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პლაკატებიც გააკრეს, ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაკრული პლაკატებიდან ჩანს, რომ რუსულ კანონს ჟურნალისტები თავისუფალ მედიაზე პირდაპირ შეტევად მიიჩნევენ.

“ხელისუფლებას ჩვენი გაჩუმება უნდა!” – გორში პლაკატები გააკრეს

დატოვეთ კომენტარი