ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას, ოფიციალური თბილისი დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე.
მოლაპარაკებები სოფელ ერგნეთში ტრადიციულად 11:00 საათზე დაიწყო.
უკანონო ტყვეობაში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება, ისინი სხავადასხვა დროს რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ დააკავეს.
დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის კიდევ ერთი მთავარი თემა უკანონო ბორდერიზაცია იქნება.
დატოვეთ კომენტარი