ქარელის კულტურის სახლში, 4 მარტს თემურ თათარაშვილის კონცერტი გაიმართება.
კულტურის სახლის ინფორმაციით, კონცერტი კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.
“ღონისძიება თემურ თათარაშვილის 40 წლიან სასცენო მოღვაწეობას ეძღვნება, რომლის სახელწოდებაც “გული ადამიანობს” არის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კონცერტი 16:00-ზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.
დატოვეთ კომენტარი