რეაბილიტირებული სკოლები, საგანმანათლებლო კურსები და გაცვლითი პროგრამები, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც სკოლებში უცხოური დაფინანსებით განხორციელდა. სკოლები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც სხვადახვა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებენ.
უცხოური გრანტით რეაბილიტირებული და აშენებული სკოლები:
შიდა ქართლში არაერთი სკოლაა, რომელიც უცხოური დაფინანსებით გარემონტდა. საერთაშორისო პარტნიორების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ახალი სკოლებიც აშენდა.
“ქარელის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო გრანტებით 3 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 2 სკოლის რეაბილიტაცია კი იგეგმება”, – ამბობს ქარელის საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორი, გიორგი კობახიძე.
“მილენიუმის პროგრამით 12 სკოლა რეაბილიტირდა, ხოლო ერთი სკოლა, საუბარია ქვეშის საჯარო სკოლაზე, ამერიკის საელჩოს სამხედრო ინჟინერთა კორპუსის დაფინანსებით გაკეთდა. სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა”, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა, გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპლიტეტის სკოლების ნაწილი ჩართული იყო 2019 წელს სკოლების მოვლა-პატრონობის საპილოტე პროგრამაში, რომელსაც “ათწლეულების გამოწვევის ფონდი” ახორციელებდა. ამ ფონდის დახმარებით რეაბილიტაია ჩაუტარდა ხაშურის მე -9 საჯარო სკოლასაც.
სკოლების რეაბილიტაციის გარდა, უცხოური დაფინანსებით, მოხდა სკოლების კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა და ლაბორატორიების აღჭურვა,
უცხოეთში სწავლის შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის :
გარდა შენობების რეაბილიტაციისა, მოსწავლეებმა არაერთ საგანმანათლეებლო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო დაფინანსებით ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ბოლო კონკურსი “გერმანული სუპერძალა“ (Superkraft Deutsch) იყო, რომელშიც ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.
ქარელის მსგავსად, მსგავს პროგრამებში ჩართულები არიან სხვა მუნიციპალიტეტის სკოლებიც.
“ხაშურის #7 საჯარო სკოლას და ბერლინის გასტრონომიულ კოლეჯს შორის გაფორმდა უთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება”, – ამბობს სკოლის ადმინისტრაცია. ამ მემომარანდუმის ფარგლებში, მოსწავლეები გერმანიის სასტუმროებსა და რესტორნებში დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს.
ამავე თემაზე: ხაშურის #7 სკოლის მოსწავლეები გერმანიაში გასტრონომიული მიმართულებით ისწავლიან
ამავე თემაზე: ხაშურის მე-7 საჯარო სკოლაში ციფრული რესურსის სასწავლო პროცესში ინტეგრირება მოხდება
მოსწავლეები საზღვარგარეთ “Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამითაც მიდიან. ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა, რომელიც ესტონეთში გაემგზავრება, კარალეთის სკოლის მოსწავლე მარიამ გოგიაშვილია.
პროფესიული განვითარების და სტაჟირების პროგრამები:
აღნსანიშნავია, რომ შიდა ქართლის სკოლები აქტიურად არიან ჩართულები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაშიც. USAID სკოლების გაძლიერებისთვის, გრანტებს დიდწილად ადგილობრივ ორგანიზაციებზე გასცემს, რომლებიც შემდგომ ადგილობრივ სკოლებთან თანამშრომლობენ და მათ განვითარებას ცდილობენ.
მაგალითად, ამჯერად USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მოსწავლეებს ადგილობრივ ბიზნესკომპანიებში სტაჟირებას სთავაზობს.
“სტაჟირების დროს მოსწავლეები გაეცნობიან მასპინძელი ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში დაეხმარებათ პროფესიის შერჩევასა და სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებაში”, – წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.
უცხოური დაფინანსების და NGO სექტორის მუშაობის თანმდევ სიკეთეებზე მასწავლებლებიც აქტიურად წერენ. ისინი შიშობენ, რომ ქვეყანაში “აგენტების შესახებ” მომზადებული კანონპროექტის დამტკიცება სასკოლო ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.