ახალი ამბები

ქარელის ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც გასულ წელს დასრულდა, დაზიანდა

ქარელის სავტომობილო ხიდზე გზა დაზიანდა, ხიდის რეაბილიტაცია 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გასული წლის ივლისში დასრულდა. სამუშაობი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა. 

დაზიანებული გზა პრობლემებს უქმნით ავტომობილების მძღოლებს. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. 

“ახალი გარემონტებული ხიდი, რომელიც საუკენე კეთდებოდა, უკვე დანგრეულია. იმხელა “იამკებია”, მტკვარი ჩანს რომ ჩაიხედები. ცენტრში ხო ზედმეტია ლაპარაკი”, – წერს გიო მარღიშვილი.

“გაზაფხულამდე  მანქანები გადასაყრელი გახდება, თუ ასფალტს ვერ აგებენ,  ხრეშის ჩაყრა ხომ შეიძლება. ჩვენც ხომ ცოდოები ვართ, მანქანები აღარ ვარგა,” – ამბობს თეონა ადვაძე.

“ეგ გზა რომ გაკეთდება, მანქანები გადასაყრელი იქნება. სირცხვილიც აღარ ქვია, დამპროექტებელია მოსაკითხი”, – წერს ნანა ხარატიშვილი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხიდის მშნებლობის დასრულება დაგეგმილ დროში ვერ მოხერხდა, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ვერ შეასრულა და საავტომობილი გზების დეპარტამენტს ახალი ტენდერის გამოცხადება მოუხდა. საბოლოოდ, ხიდის რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დასრულდა. 

დატოვეთ კომენტარი