ახალი ამბები

“დღის გმირები” – ხაშურში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა 

ხაშურში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა, – შემთხვევა 22 თებერვალს მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მოქალაქემ, თეონა გოგნიაშვილმა გაავრცელა. 

მისი ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ექიმები ქალს საავადმყოფოში მიყვანამდე მშობიარობაში დაეხმარნენ.

“დღის გმირები! სასწაული დღე.  მშობიარობის მოულოდნელი ტკივილი და მშობიარობა გზაში- სასწრაფოს მანქანაში.უფლის წყალობით არაჩვლეულებრივი ბრიგადა შეგხვდა და მშვიდობით მოევლინა “ლუკა” ჩვენს ქვეყანას. ქალბატონი რომელიც დღეს ექიმი,ექთანი და ბებია ქალი იყო სახელად ნინო ნოზაძეა. იმის მიუხედავად რომ ხაშურში სამშობიარო არ არის გამოუვალი სიტუაციის გამო უარი არ გვითხრეს და მიიღო ხაშურის საავადმყოფომ დედა და უკვე დაბადებული ჩვილი. ჯერ გაოცდნენ, შეეშინდათ,აღელდნენ , რავქნათ აქ რომ არანაირი პირობები არ გვაქვს დედას და ბავშვს როგორ მივხედოთო?! თუმცა არ დაიბნენ. მთელი საავადმყოფოს მედპერსონალი ფეხზე დადგ,ა არ ქონდა მნიშვნელობა რას წარმოადგენდგნენ საავადმყოფოში, ყველა გაერთიანდა დედა- შვილის გადასარჩენად”, – წერს გოგნიაშვილი. 

ინფორმაციისთვის, ხაშურში სამშობიარო არ არის. ადგილობრივები წლებია მის გახსნას ითხოვენ.

დატოვეთ კომენტარი