“USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა” აცხადებს განაცხადების მიღებას კულტურული ტურიზმის სფეროში პროდუქტიულობის გაუმჯობესების საგრანტო პროგრამაზე გორის, ქარელის, კასპისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, – ინფორმაციას ამის შესახებ USAID – ის ავრცელებს.
“საგრანტო კონკურსების მიზანია, ტურიზმის სექტორში ჩართული მიკრო და მცირე საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლებისა და რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირების გზით, ხელი შეუწყოს კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების განვითარებას სამიზნე მუნიციპალიტეტებში”.
კითხვების გაგზავნის ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2023 წელი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 მარტი, 2023 წელი.
სრული ინფორმაცია საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
კულტურული ტურიზმი:
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=436100
სათავგადასავლო ტურიზმი და ადგლობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება:
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=436092