გორში, სტალინის ნომერ 2ა – ში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ საცხოვრებელ კორპუსში სახურავი დაზიანებულია, რის გამოც ყოველი წვიმისა და თოვლის დროს, სადარბაზოში წყალი ჩამოდის და კედლები სველდება.
ვითარების ამსახველი ფოტოები “მოზაიკას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა.
“მეშვიდე სართულიდან ქვემოთ წყალი ჩამოდის, “პადიეზდი” სულ სველია, როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით. თოვლი რომ დნება, ჩამოდის. ზაფხულში ვიყავი მერიაში, გავაცანი მდგომარეობა, რომ სახურავია გამოსაცვლელი, არავინ ყურს არ იბერტყავს. შარშან ასე გვითხრეს, აღდგომა გავიდეს და მერე გავაკეთებთო, რომელი წლის აღდგომა იგულისხმეს, ნამდვილად არ ვიცი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილოვრივი, ნელი ტატიშვილი.
დატოვეთ კომენტარი