სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, ნინო გიგაურმა გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენოს სასამართლო დავა მოუგო.
როგორც გიგაურმა “მოზაიკას” უთხრა, ის სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.
“2022 წელს გამათავისუფლეს სამსახურიდან. უფროს სპეციალისტად ვმუშაობდი. დავიწყე სასამართლო დავა. ვითხოვდი აღდგენას და თითქმის 1 წლის განაცდურის ანაზღაურებას”, – გვითხრა გიგაურმა.
სასამართლო დავა მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა.
“სააგენტო მზად არის, რომ იგივე პოზიციაზე აღმადგინოს სამსახურში და ამის სანაცვლოდ, მე უარი ვთქვი განაცდურის ანაზღაურებაზე”.
სასამართლო პროცესებზე გიგაურის ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ლექსო მერებაშვილი იცავდა.