ხაშურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან დაკავშირებით, გზების გაწმენდითი სამუშაოები კვლავაც გრძელდება, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქის ქუჩების წმენდა და გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა.
“პარალელურ რეჟიმში ხორციელდება ალის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების გაწმენდითი სამუშაოები. უკვე განხორციელდა სურამისა და ცოცხნარის მიმართულებით გზის გაწმენდის სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოები გაგრძელდება და თოვლმწმენდი ტექნიკა, დღის განმავლობაში, ყველა საჭირო ადგილზე იქნება მობილიზებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დატოვეთ კომენტარი