ახალი ამბები

“ზღუდერი – გვერძინეთის გზა არ გაუწმენდიათ, არც ტექნიკური მარილი დაუყრიათ” – მარიამ ქელეხსაშვილი

“ქარელის მუნიციპალიტეტში , ძამის ხეობაში ზღუდერი – გვერძინეთის გზა არ გაუწმენდიათ და არც მარილი დაუყრიათ”, – ინფორმაციას ამის შესახებ მარიამ ქელეხსაშვილი ავრცელებს. 

მისი თქმით, გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია. 

“მასწავლებლებს, რომლებიც ზღუდერის სკოლაში ასწავლიან, ფეხით მოუწიათ სკოლამდე მისვლა, გვერძინეთის სკოლა კი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი”, – გვითხრა მარიამ ქელეხსაშვილმა, რომელიც გვერძინეთის სკოლაში ქართულს ასწავლის.

მარიამის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ამ მონაკვეთზე გზა არასოდეს იწმინდება. 

დატოვეთ კომენტარი