ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორთუბანში მზოვრეთის მონასტრამდე მისასვლელი გზა მოწესრიგდება. სამუშაოებისთვის შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ასფალტირების სამუშაოები უნდა შესრულდეს ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპი 2023 წელს (ღირებულებით 700 000 ლარისა);
- მეორე ეტაპი 2024 წელს.
იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველ ორგანიზაციას 2023 წელს გამოუთავისუფლდება თანხები მეორე ეტაპის შესასრულებლად, მიმწოდებელი ვალდებულია მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი მიმართვიდან, არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
სატენდენდერო დოკუმენტაციის მიხედვუთ პროექტის ღირებულება 2 344 770 ლარია.
სამუშაოების პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 119 დღეში, ხოლო მეორე ეტაპი 182 კალენდარულ დღეში.
დატოვეთ კომენტარი