ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარისა და სოფელ ქვენატკოცაში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს ერთ-ერთ-ერთი ადგილობრივი, რაულ ნასიპოვი ტანსაცმელს უფასოდ სათავაზობს.
როგორც ის ამბობს, მას და მის მეუღლეს აგარაში მაღაზია აქვთ, მათ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის ნივთების შეგროვება დაიწყეს, საიდანაც გარკვეულ ნაწილს ადგილობრივებს გადასცემენ.
“ჩვენ ეროვნებით აზერბაიჯანელები ვართ, ჩვენი ეროვნების ხალხმა სხვადასხვა ქალაქებში კასპში, ქარელში აგარაში წამოვიწყეთ აქცია, თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად. შეგროვდა გარკვეული რაოდენობის ნივთები. თურქეთის საბაჟოზე ამ ტვირთის გატარების საშუალება არ მოგვეცა და მოგვიწია შეგროვებული ტანსაცმლის უკან წამოღება, რადგან ტანსაცმელი იყო ახალ მდგომარებაში, მე და ჩემ მეუღლეს გაგვიჩდა სურვილი, რომ ის შეჭირვებული ოჯახებისთვის უფასოდ დაგვერიგებინა და იდეამაც გაამართლა. მოდიან ძალიან გაჭირვებული ადამიანები, ზოგს დისთვის მიაქვს, ზოგს დედისთვის, მათი ბედნიერი სახეების ყურება დიდი სიამოვნებაა, ზოგსაც ერიდება მოსვლა”, – ამბობს რაულ ნასიპოვი.
ნასიპოვი ამბობს, რომ ტანსაცმლის დარიგებაში მონაწილეობის მიღების სურვილი სხვა ადგილობრივებმაც გამოთქვეს.