ახალი ამბები

ჯერ არაფერია დაგეგმილი – მერიები თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებაზე

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის შიდა ქართლის არც ერთი მუნიციპალიტეტს არაფერი დაუგეგმავს. 

“ჯერ არაფერი დაგვიგემავს”, – ასეთია შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერიების პასუხი კითხვაზე, აპირებენ თუ არა გაუწიონ ჰუმანიტარული დახმარება თურქეთში, მიწისძვირით დაზარალებულებს. 

“მოზაიკა” გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მერიებს დაუკავშირდა, თუმცა მერიებს კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ.  ამ დროისთვის, თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარება გროვდება თურქეთის საელჩოსა და ბათუმში.

ინფორმაციისთვის, დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთით მდებარე პროვინციაში, კაჰრამანმარაშში იყო. განმეორებით ბიძგებმა კი სამხრეთის სხვა პროვინციებამდეც მიაღწია.

საქართველოში თურქეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოქალაქეებს კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად მოუწოდა. საელჩოს კოორდინაციით, შეგროვდება საჭირო ნივთები და თურქეთში მათი ტრანსპორტირება მოხდება.

დატოვეთ კომენტარი