ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სკოლაში ექიმის კაბინეტი ეტაპობრივად მოეწყობა. როგორც ხაშურის რესურცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე ამბობს, აქამდე მხოლოდ 5 სკოლაში იყო ექიმის კაბინეტი.
“ეტაპობრივარ ყველა სკოლას ეყოლება სკოლის ექიმი ან ექთანი, სამინისტრო ექიმის/ექთნის შტატი შეუთანხმა ყველა სკოლას და მოაწყო ყველა სკოლაში ექიმის კაბინეტი, აქამდე ხაშურის 5 სკოლაში იყო მსგავსი კაბინეტები მხოლოდ”, – ამბობს გოგუაძე.
აღსანიშნავია, რომ 7 თებერვალს ექიმის კაბინეტმა მუშაობა დაიწყო ხაშურის #7 და #6 საჯარო სკოლაში.
ექიმის მოვალეობაა:
- მოსწავლეებისათვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
- მოსწავლეებში ჯანმრთელობის საფრთხის დადგომის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება;
- ინფექციური/ვირუსული დაავადებების პრევენცია;
- სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებულებისათვის დროული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ადგილზე მისვლამდე).
დატოვეთ კომენტარი