ახალი ამბები

გორის ხელოვნების სახლი ომის ფოტოგრაფიის გამოფენას უმასპინძლებს 

2023 წლის 25-26 თებერვალს პროექტი Re-Source Ukraine-ის ფარგლებში, Fabrika Tbilisi, გორის ფოტოგრაფთა კლუბი და Magnolia Film Lab ომის ფოტოგრაფიის გამოფენას გორში უმასპინძლებს. გამოფენა 25 თებერვალს, 15:00 საათზე გაიხსნება.

პროექტი Re-Source Ukraine მიზნად ისახავს უკრაინელი ხელოვანების მხარდაჭერას, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა არსებული ვითარების გამო დატოვეს და საცხოვრებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანას შეაფარეს თავი. 

პროექტის ყველაზე მასშტაბური ღინისძიებაა “უკრაინის თვე” რომელიც ომის დაწყებიდან ერთი წლის გასვლას აღნიშნავს.

“ჩვენს მეგობარ ექვს ევროპულ კულტურულ ცენტრში დაგეგმილია ღონისძიებების სერია, რომელიც 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით მიზნად ისახავს უკრაინელი და ადგილობრივი არტისტების მოზიდვას, მათ მხარდაჭერას და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მათი ნამუშევრების გაზიარებას. “უკრაინის თვის” ფარგლებში, ომის ფოტოგრაფიის გამოფენას გორში წარმოგიდგენთ, სადაც როგორც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების ფოტოკადრებს ნახავთ, ადგილობრივი და უკრაინელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებულს”, –  ამბობენ ორგანიზატორები. 

Re-Source Ukraine პროექტის შესახებ სრულ ინფორმაციას შემდეგ გაეცნობით ბმულზე: About Re-Source Ukraine

დატოვეთ კომენტარი