“მოზაიკამ” გაარკვია, რომ რეხაში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილს, როგორც მაიორს, ცეცხლსასროლი იარაღი ტარების უფლებით ჰქონდა რეგისტრირებული. ჩვენი ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცმა, რომელიც პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, ცეცხლსასროლი იარაღი 8 წლის წინ დაირესგიტრირა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახის წევრებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით წუხელ ღამით მიაყენა. შემდეგ კი თავი მოიკლა.
შემთხვევის ადგილზე რჩებიან სამარ„ტალდამცველებელი. საცხოვრებელ ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი