ქარელის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
მერიის ინფორმაციით , „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ურბნისის, რუისისა და ბებნისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთანაც.
“აღნიშნულ შეხვედრებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებაც მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში გამოყოფლი თანხით”, – ვკითხულობს მერიის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ამ ოთხ სოფელში სკვერების მოწყობა გადაწყდა, რისთვისაც ურბნისის და ბებნისის შემთხვევაში 20 000-20 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო ლეთეთის და აფნისის შემთხვევაში – 12 000-12 000 ლარი.