ხაშურის მე -4 საჯარო სკოლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, შესაბამისი პროექტისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, სკოლის შენობა ითვალისწინებს 500 მოსწავლეზე მორგებულ 24 საკლასო ოთახს და ყველა სხვა სკოლისთვის აუცილებელ ინვენტარსა და ნაგებობას, რისთვისაც სავარაუდო თანხადა 12 365 316 ლარია გათვალისწინებული.
ხაშურის რესურცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად გოგუაძის თქმით, აღნიშნული სკოლის გარდა 2022-2026 წლებში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის 15-მდე სკოლას.
“სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში 2023-2026 წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს ხაშურის მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, სურამის მეორე, მეოთხე, ალის, გომის, ვაყის, ოსიაურის, ხცისის, ქვიშხეთის სკოლებს. ნაწილი პრემიერ მინისტრის ინიციატივით 800 სკოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, ნაწილი სხვადასხვა დონორების დაფინანსებით”, – ამბობს გოგუაძე.