ახალი ამბები

სასამართლომ სამხედრო ჰოსპიტალს კონკურსის შედეგები ბათილად ცნო 

“სასამართლომ ამავე ჰოსპიტალში ჩატარებული კონკურსის შედეგები ბათილად სცნო და საქმის გარემოებების ხელახალი კვლევა დაავალა”, – ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი ავრცელებს. 

მერებაშვილის ინფორმაციით, გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გამოცხადებულ კონკურსში ამავე დაწესებულების თანამშრომელი მონაწილეობდა, თუმცა გასაუბრების საფუძველზე კონკურსით სხვა ადამიანი შეარჩიეს. თანამშრომელმა გორის რაიონულ სასამრთლოს მიმართა, მის ინტერესებს იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. 

” ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებდა, რომ კონკურში უსამართლოდ და მიკერძოებულად ჩატარდა, მის მიმართ ანტიფატიური დამოკიდებულება ჰქონდა ხელმძღვანელობას და ამის გამო არ მოხდა მისი ამ კონკურში შერჩევა, ამას ამართლებდა ის ფაქტიც, რომ წინა კონკურსი, რომელშიც მხოლოდ თვითონ იღებდა მონაწილებას ჩაშლილად გამოცხადდა. ამის შემდეგ. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ კონკურსი უკანონოდ იყო ჩატარებული. სასამართლომ დაადგინა, რომ კანდიდატების სწორად შეფასება არ მოხდა. მოპასუხემ სასამართლოში ვერ წარადგინა ვიდეო გასაუბრების ჩანაწერები, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამხედრო ჰოსპიტალმა უნდა იმსჯელოს ყველა გარემოებაზე და ხელახლა მიიღოს გადაწყვეტილება”, – განმარტა ლექსო მერებაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი