ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში წყალმომარაგების სისტემის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, – ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
შესაბამისი სამუშაოების გაგრძელების ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „უნივერსალ სერვისი“-ის დირექტორმა იოსებ ბაზღაძემ მოაწერეს.
“პროექტის ფარგლებში გვერდისუბნისა და ბაინათხევის უბნებისთვის ეწყობა წყალმომარაგების ქსელები და რეზერვუარი. დამატებით, დაბა სურამისთვის მოეწყობა სატუმბი სადგური. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარი მოხმარდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დატოვეთ კომენტარი