ახალი ამბები

წედისისა და ბნავისის მოსახლეობისთვის გაზმომარაგების კომპანიაში რეგისტრაცია დაიწყო 

წედისისა და ბნავივისი მოსახლეობისთვის სოკარ ჯორჯია გაზში აბონენტებად რეგისტრაცია დაიწყო. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, შოთა ვანიშვილმა გაავრცელა. 

“დაიწყო განაცხადების მიღება სოკარმა გაზის ჩართვასთან დაკავშირებით, ვისაც გაქვთ სახლი დარეგისტრირებული მიბრძანდით იუსტიციის სახლში აიღეთ ამონაწერი და მიიტანეთ სოკარში. ვისაც არ გაქვთ სახლი დარეგისტრირებული უნდა მიბრძანდეთ მერიაში და გააკეთოთ განაცხადი გაზის შეყვანასთან დაკავშირებით. რამე გაურკვებლობის შემთხვევაში დამიკავშირდით”, –  წერს ვანიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი