ახალი ამბები

“სიმსივნეს ებრძვის” – ატენში მაკა პავლიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მცხოვრებ მაკა პავლიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა ქალი სიმსივნეს ებრძვის და თურქეთის კლინიკაში გადაყვანა ესაჭიროება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. 

ოჯახი საზოგადებას და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ისინი “მოზაიკასთან” საუბარში ამბობენ, რომ საჭიროა მაკა გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავროს.

“დაუდგინდა სიმსივნე, ვერ იგებენ ექიმები ზუსტად რა ხდება, რა მდგომარეობაა და რომელი სტადია. ვიმკურნალეთ, სხვადასხვა ეტაპები გავიარეთ, მაგრამ შედეგი არ აქვს. ტემპერატურას ვერ ვუგდებთ, გვინდა რომ თურქეთში გადავიყვანოთ. ერთ-ერთ კლინიკასთან გვაქვს კომუნიკაცია, გვეუბნებიან რომ ჩავიდეთ და გამოკვლევები იქ ჩავუტაროთ, ჩვენ კიდევ ამხელა თანხები არ გვაქვს, ამიტომ მივმართავთ ყველას, ვისაც აქვს საშუალება ჩვენს ოჯახს გვერდით დაუდგეს, მოგვეხმარეთ და გადაგვაყვანინეთ”, – ამბობს მეგი პავლიაშვილი.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე: 

GE83BG0000000541495511

მიმღები:მადონა პავლიაშვილი

დატოვეთ კომენტარი