ახალი ამბები

როდის განახლდება სამუშაოები გორში, გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაზე

ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გორის მერიამ გურამიშვილისა და ჭავჭავაძის კვეთაზე საფეხმავლოს რეაბილიტაცია დაანონსა და 1600 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გადათხარა.

სამუშაოები მას მერე არ განახლებულა. მერიაში ამ დრომდე ვერ ამბობენ, როდის განხორციელდება მათ მიერ დაანოსნებული პროექტი. აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში გარევაჭრობა მიმდინარეიბდა და ზედამხეველობის სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, თვითდასაქმებულები მუშაობას აგრძელებდნენ.

საფეხმავლოს გადათხრის შემდეგ, გარემოვაჭრეების ნაწილმა სარეალიზაციოდ საქონელი მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა. მერიაში განაცხადეს, რომ საფეხმავლოს აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაიგეგმა. გარემოვაჭრეები კი თვლიან, მერიის მიზანს მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა წარმოადგენს.

“საფეხმავლოზე მოეწყობა ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, ბაზალტის ბორდიურები, სანიაღვრეებზე ცხაურები, მოაჯირები და სარდაფებში ჩასასვლელების გადახურვა”, – აცხადებენ მერიაში. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 378 000 ლარია.

დატოვეთ კომენტარი