ახალი ამბები

შინდისის გმირების მემორიალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, გმირების მემორიალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მემორიალამდე მისასვლელ გზასთან ერთად მიმდინარეობს სოფლის შიდა საუბნო გზების მოწყობა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი, სანიაღვრეები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2 728 მეტრს შეადგენს, სამუშაოების ღირებულება კი 2 039 829 ლარია. 

დატოვეთ კომენტარი