33 წლის ლევან გვიმრაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ასაკოვანი ქალი ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს განვითარებული მოვლენები არ ახსოვს.
70 წელს გადაცილებულმა მარიამ ესტაფაშვილმა გორის სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს ჩვენება უკვე მისცა.
ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენამდე განვითარებული მოვლენები გაიხსენა და მსაჯულებს უთხრა, რომ გარდაცვალებამდე გვიმრაძე მის შვილს სასოფლო-სამეურნეო იარაღით გაუსწორდა .
“არ მახსოვს როდის ვესროლე ქვა, ვერ ვიხსენებ. ჩემს შვილს რომ დაარტყა თოხი, მეგონა რომ მოკლა და მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. რომ გავიგე რაც მოხდა, მთელი ეკლესია-მონასტრები მოვიარე, შენდობას ვითხოვდი”,- თქვა პროცესზე ბრალდებულმა.
ინფორმაციისთვის, გასული წლის ივლისში, სოფელ კარბში, სარწყავი წყლის გამო, მეზობლებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. გამოძიების ინფორმაციით, 70 წელს გადაცილებულმა ქალმა ბლაგვი საგნით დაზიანება 33 წლის მამაკაცს მიაყენა, რომელიც მოგვიანებით “გორმედში” გარდაიცვალა. საქმეს გორის რაიონულ სასამართლოში განიხილება.