ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში, ემტეისის ქუჩის მცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვენ, – ამის შესახებ ინფორმაცია აგარის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქარელის საკრებულოში, მურთაზ ცისკაძემ გაავრცლა.
მისი თქმით, 6 თვის წინ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, აღნიშნულ ქუჩაზე ძველი მილები ამოყარა, ქუჩა კი გადათხრილი დატოვა.
“უკვე გაუსაძლისია იქ გადადგილება, იქნებ მოხერხდეს რამე, რომ ეს ქუჩა მოწესრიგდეს, მუნიციპალიტეტის პრობლემაა, რადგან მაჟორიტარი ვარ, მოსახლეობა პასუხს მე მთხოვს. იქნებ კომპანიამ, ვინც ეს სამუშაოები აწარმოა მერიამ წერილი მიწეროს და მოხდეს ქუჩის რეაბილიტაცია”, – განაცხადა მურთაზ ცისკაძემ.
დატოვეთ კომენტარი