გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლისთვის იოსებ ალიმბარაშვილის სახელის მინიჭება სურთ. აღნიშნული ინიციატივა სკოლის ადმინისტრაციას ეკუთვნის.
საკითხზე იმსჯელეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატივა განათლების სამინისტროშიც განიხილება.
“ტინისხიდის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ შემოიტანა განცხადება, რომ ითხოვენ ყოფილი დირექტორის, იოსებ ალიმბარაშვილის სახელი მიენიჭოს სკოლას”, – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.
ინფორმაციისთვის, იოსებ ალიმბარაშვილი ტინისხიდის საჯარო სკოლაში წლების განმავლობაში ისტორიის პედაგოგად მუშაობდა ასევე იყო დირექტორიც. იგი ასევე იყო გორის უნივერსიტეტის პროფესორი. ის გასული წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.