გორში სამეფო ქუჩის დასაწყისში მდინარე მტკვარზე განთავსებული ხიდის პირველი მალის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
სამუშაოებისთვის გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 311 350 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.
დატოვეთ კომენტარი