კასპის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც მოსახლოებას აფრთხილებს, არ შევიდნენ შეცდომაში.
უწყების ცნობით, კასპიის მერიის სახელით ფეისბუქზე სხვადსხვა ყალბი გვერდები იქმნება.
“სოციალურ ქსელში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდებით იქმნება ყალბი ფეისბუქ-გვერდები. მოგმართავთ თხოვნით, რომ არ შეხვიდეთ შეცდომაში. აღნიშნულ გვერდზე გვერდის ავტორის მიერ ვრცელდება დეზინფორმაცია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების ქვეშ გვერდი “კასპის მუნიციპალიტეტის ნამდვილი მერია” წერს:
“იტყუებიან ჰალჰოო. მოდით ეს მატყუარები დავარეპორტოთ”.
კასპიის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ისარგებლონ მხოლოდ მერიის ოფიციალური გვერდით.
დატოვეთ კომენტარი