“ივერიონი – გორი“ სუპერლიგაში გადასასვლელად „ა“ ლიგის წევრ სხვა კალათბურთის გუნდებს დაუპირისპირდება. მორიგი შეხვედრა 23 იანვარს, 18:00 საათზე გორის სპორტის სასახლეში გაიმართება, ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“გუნდი აქტიურად ემზადებოდა ტყიბულის „ორბთან“ შესახვედრად. ერთ-ერთ ვარჯიშს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილიც ესწრებოდა. მან გუნდის წევრებს წარმატეტები უსურვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მერიის ცნობით, „ივერიონი – გორი“, რომელსაც გორის მერია მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში აფინანსებს, 2022 წელს შეიქმნა.
“გუნდმა, რომელშიც მოწვეული სპორტსმენებიც თამაშობენ, მნიშვნელოვან წარმატებას დაფუძნების წელსვე მიაღწია და „ა“ ლიგის წევრი გახდა.საკალათბურთო ინვენტარი, რომელიც გორს არასდროს ქონია, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ „ივერიონი – გორს“ წარმატების მიღწევის შემდეგ გადასცა”, – ამბობენ მერიაში.
მერიის ცნობით, გორის მერიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გუნდთან ერთად შეიქმნა კალათბურთის საბავშვო აკადემიაც. ამ ეტაპზე, აკადემიაში 100-მდე აღსაზრდელი ეუფლება აღნიშნულ სპორტის სახეობას პროფესიონალურ დონეზე. მათ ავარჯიშებენ როგორც გორელი, ასევე მოწვეული, გამოცდილი სპეციალისტები