ანალიტიკა / გამოძიება

“ვის აუშენეთ?” – როდის გაიხსნება გასულ წელს აშენებული საბავშვო ბაღები გორში  

2022 წელს აშენდა 3, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 საბავშვო ბაღს, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგნეტოს მიერ გავრცლებულ ცნობაში, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოქვყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაღების მშენებლობა რამდენიმე თვეა დასრულებულია, ორი მათგანი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს.

ფოტო: გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგეტნტო

გორის მე-3 და მეჯვრისხევის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლები, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს უყურადღებობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. ისინი  ამბობენ, რომ არაერთი ცდის მიუხედავად, სააგენტოსგან პასუხი ვერ მიიღეს, როდის დაიწყებს აშენებული, მაგრამ დაკეტილი საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას. 

“რამდენი თვეა ველოდებით 3 ბაღის გახსნას ,ამდენი ბავშვი საშემოდგომო და საახალწლო ზეიმის გარეშე დატოვეთ და კიდევ რამდენ აღმზრდელობით სწავლას ტოვებენ თქვენი უყურადღებობის და უპასუხისმგებლიბის გამო.იმასაც არ კადრულობთ სწორი პასუხი გაგვცეთ და ვიცოდეთ საერთოდ თუ ხსნით ან როდის და თუ არ შეგიძლიათ ამ ერთი პრობლემის ამდენი ხნის განმავლობაში მოგვარება მაშ მოვიდეს უფროსობაში ისეთი ადამიანი ვინც მოაგვარებს ამ პრობლემას მეტად ყურადღებიანი და პასუხიმსმგებლიანი რომ ამდენი ხანი ამდენი ბავშვი ბაღის გარეშე დატოვა”, – წერს ნათია ოქროპირიძე. 

“შენდა და თვალს უხარია თუ როგორაა საქმე? თუ არ შევიდნენ ბავშვები იყოს აშენებული. მადლობთ რომ შეწუხდით და რამდენიმე ზამთარი ყინვაში გვატარებთ ფეხით თითქმის 2კმ-ს, ამის გამო არც დავდივართ ხშირად”, – ამბობს ნათია უმეკაშვილი.

“3 საბავშვო ბაღი რომ აშენდა , გახსნა არ ჭირდება ?! თუ მარტო აშენებაა ?!, –  წერს ჭიღლაძე ნუკა. 

სკოლამდელი აღზრდის საანგეტოში აცხადებენ, რომ გორის მე-3 საბავშვო ბაღი სავარაუდოდ თებერვალში გაიხსნება, რაც შეეხება მეჯვრისხევის ბაღს, სააგნეტოს ცნობით შენობა ფუნქციონირებას აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყებს. 

“მე -3 საბავშვო ბაღის შენობა გადმოცემულია უკვე ჩვენი სააგენტოს დაქვემდებარებაში და ახლა მიმდინარეობს კომუნიკაციების სატესტო რეჟიმში გამოცდა, როგორც კი დავრწმუნდებით მათ გამართულობაში, მაშინვე გაიხსნება. სავარაუდოდ თებერვლის დასაწყისში. მეჯვრისხების ბაღს რაც შეეხება, შენობა ჯერ არ გადმოსულა ჩვენს დაქვემდებარებაში, როგორც კი გადმოვა, იგივე პროდეცურებს გაივლის, რაც მესამე საბავშვო ბაღში ტარდება და სავარაუოდ, 1-ელი აპრილიდან მოაზრება გახსნა”, – განაცხადეს სააგენტოში. 

ინფორმაციისთვის, მეჯვრისხევში საბავშო ბაღის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო, “მოზაიკა”  სკოლამდელი აღზრდის სააგენტოზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაღი გასული წლის ოქტომბერში გაიხსნებოდა. უფრო ადრე დასრულდა გორის მე-3 საბავშვო ბაღის მშენებლობაც. “მოზაიკას” სააგენტოში 3 თვის წინ უთხრეს, რომ აღნიშნული ბაღი უახლოეს პერიოდში გაიხსნებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ მუშაობს შინდისში საბავშვო ბაღი, რომლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი დაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.