ახალი ამბები

მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა ოქტომბერში გაიხსნება 

მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა ოქტომბერში გაიხსნება, – ამის შესახებ “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.

“სექტემბერში ვერ ესწრება, სავარაუდოდ ოქტომბერში შევძლებთ გახსნას”, – განაცხადეს სააგენტოში. 

ინფორმაციისთვის, მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო, გორის მერიაში ამბობდნენ, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდებოდა. ახალი შენობა 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. იგი იმ ტერიტორიაზე აშენდა, სადაც საბავშვო ბაღის ძველი შენობა იყო განთავსებული. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.