ახალი ამბები

გორის კეთილმოწყობის სააგენტო სარეკლამო მომსახურებისთვის 3540 ლარს გადაიხდის 

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ სარეკლამო მომსახურებისთვის ხელშეკრულება გაუფორმა შპს – ს “კვირა +”, რომელსაც 3540 ლარს გადაუხდის. მომსახურების ერთი თვის ღირებულება  295 ლარია. 

ვებგვერდზე კეთილმოწყობის სააგენტოს შესახებ 2020 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა ინფორმაციებია გამოქვეყნებული, რაც სააგენტოს მიერ შესრულებულ სამუშაოებს ეხება. თითო მასალას მაქსიმუმ 50 – 100 ნახვა აქვს. თავად ვებგვერდს კი საერთო რეიტინგის მიხედვით, თვეში 67 000 -მდე მნახველი ჰყავს. 

საერთო ჯამში, შპს-ს “კვირა+” 2020 წლიდან დღემდე, კეთილმოწყობის სააგენტომ 17 405 ლარი გადაუხადა. 

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, აღნიშნული სააგენტოს ვებგვერდზე სარეკლამო ხასიათის მასალები (ტექსტი, ვიდეო) უნდა განთავსდეს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

დატოვეთ კომენტარი