პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა “ცეცხლი” ჰაერში შეაგებეს. წადითო. – წერს სოციალურ ქსელში ანტისაოკუპაციო მოძრაოიბის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა.
მისი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. ქაცარავა ამმბობს, რომ ფაქტს ადგილობრივი შეესწრო.
“არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება? სამწუხაროდ არა. საიდან ვიცი? ფაქტობრივად, თვითმხილველმა მითხრა, ადგილობრივმა, რომელიც შორიახლოს გადაადგილდებოდა. იტყვის ამას საჯაროდ? რა თქმა უნდა არა, ეშინია როგორც რუსების შურისძიების, ასევე ადგილობრივი ზეწოლის. გვჯერა? მე კი. დაუსვით კითხვები EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფის წევრებს, იმედია, არ მოიტყუებიან. თუ დამალავენ ამ ინფორმაციას და არაფერს იტყვიან საჯაროდ, მაშინ თავის რეპორტებში აუცილებლად ჩადებენ ამ ინფოს”, – წერს ქაცარავა.