გორის მერიას 5 სოფელში გზების მოსაწყობად 7 000 000 ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად უწყებამ ტენდერი უკვე გამოახადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია:
- ახალდაბაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის სავარაუდო ღირებულება – 860 355 ლარი;
- ფხვენისისა და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, პროექტის სავარაუდო ღირებულება – 624 070 ლარი;
- ქვახვრელში ცენტრალურ გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პროექტის სავარაუდო ღირებულება – 760 270 ლარი;
- ტინისხიდში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის სავარაუდო ღირებულება – 589 870 ლარი;
- ავტობანიდან სობისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პროექტის სავარაუდო ღირებულება – 4 216 125 ლარი.
დატოვეთ კომენტარი