ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
“მოზაიკას” ინფორმაციით, კიდევ ერთი დაშავებული ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში, გულმკერდის დაჟეჟილობებით გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს უტარდება დამატებითი კვლევა.
დატოვეთ კომენტარი