ახალი ამბები

ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის მიერ შექმნილი ბიბლიოთეკა აღდგება 

ხაშურის საკრებულომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე უფუნქციო შენობა უსასყიდლო უზუფრუქტის პირობით გადასცა.

დადგენილების მიხედვით, შენობაში აღდგება დიმიტრი ყიფიანის შექმნილი პირველი საჯარო ბიბლიოთეკა.

“დღეისათვის უფუნქციო შენობაში აღდგება დიმიტრი ყიფიანის მიერ შექმნილი პირველი საჯარო ბიბლიოთეკა სახელწოდებით „დიმიტრი ყიფიანის საჯარო ბიბლიოთეკა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ნინო ლიპარტელიანის თქმით, აღნიშნული პროექტით პირადად ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია დაინტერესებული.

“ეს მეტად დიდი და კარგი საქმეა, რომ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში კვლავ აღდგეს ყიფიანის საჯარო ბიბლიოთეკა”, – ამბობს ლიპარტელიანი.

ინფორმაციისთვის, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი