ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაალ დუგლაძე ამბობს, რომ ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება, – აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა ორ წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
“იუსტიციის სახლის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება და იგი იქნება ყველაზე ლამაზი. მე ნანახი მაქვს სხვა ქალაქების პროექტები და ხაშურის არის ყველაზე ლამაზი”, – აღნიშნა ზაალ დუგლაძემ.
ინფორმაციისთვის, ხაშურში იუსტიციის სახლის მშენებლობა 2021 წლის თებერვალში დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი