გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა დაცვის პოლიციასთან, რომელსაც ადმინისტრაციული შენობები დაცვისთვის ერთ წელში 292 800 ლარს გადაუხდის.
ხელშეკრულების მიხედვით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა უნდა დაიცვან:
- გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა და მიმდებარე ტერიტორია – 11 200 ლარი;
- გორის მუნიციპალიტეტი საკრებულოს შენობა და მიმდებარე ტერიტორია – 7 200 ლარი;
- გორის ციხე და მიმდებარე ტერიტორია – 6000 ლარი.
მომსახურების გაწევის ვადაა 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
დატოვეთ კომენტარი