ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები 10% -ით გაეზარდათ. შესაბამისი დადგენილება ქარელის საკრებულომ მიიიღო.
სახელფასო სარგოების ოდენობა ასე გადანიწლდა:
- ქარელის მერი- 5571 ლარი;
- მერის პირველი მოადგილე-4235 ლარი;
- მერის მეორე მოადგილე- 3872 ლარი;
- განყოფილების სამსახურის უფროსების ხელფასი 1452 ლარია,უფროსი სპეციალისტების 1100,ხოლო უმცროსი სპეციალისტების 1000 ლარი.
- რაც შეეხება, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს, მათი ხელფასი – 1760 ლარით განისაზღვრა;
- მერის წარმომადგენლების ადმინისტრაციულ ერთეულებში- 1540 ლარით;
- სპეციალისტების ადმინისტრაციულ ერთეულებში – 825 ლარი.
10%-ით გაზრდილ ხელფასს აიღებენ 2023 წლიდან ქარელის საკრებულოშიც.
დადგენილების მიხედვით, თანამდებობრივი სარგოები ასე გადაწილდა:
- ქარელის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობრივი სარგო – 4961 ლარი;
- საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილ -3751 ლარი;
- საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილეები- 3267 ლარი;
- საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები -2662 ლარი;
- საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები- 2420 ლარი;
- საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე- 1936 ლარი;
- საკრებულოს აპარატის უფროსი -1760 ლარი;
- უფროსი სპეციალისტი- 1100 ლარი.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით იზრდება.
დატოვეთ კომენტარი